შპს ჰიდროსკანდ არის შვედური Hydroscand Group-ს წარმომადგენლობა საქართველოში. ჰიდროსკანდი დაკავებულია ჰიდრავლიკური მილების აწყობა-რეალიზაციით. კომპანია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2011 წლიდან. დღეის მდგომარეობით გახსნილია ჰიდროსკანდის ათი მაღაზია საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის N149
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან – 18:00 საათამდე)
მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
- აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა;
- სასურველია 1C-თან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო დოკუმენტაციის და პირველადი დოკუმენტების წარმოება, კონტროლი;
- დოკუმენტაციის მოეწსრიგება, დაფაილება;
- სააღრიცხვო პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების გატარება;
- საბანკო გადარიცხვების წარმოება;
- Rs.ge-ს პორტალთან მუშაობა; ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნა, მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება;
დაინტერესების შემთხვევაში ველით თქვენს CV-ს მეილზე: recruitment@hrhub.ge